ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბონდო თედორაძის საქმის განხილვა გადაიდო

21 ივნისი 2021, 12:42 1304 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბონდო თედორაძის საქმის განხილვა გადაიდო. ადვოკატის ჩართვის მიზნით სხდომის გადადება თავად ბონდო თედორაძემ მოითხოვა და განმარტა, რომ ადვოკატმა საქმის მასალების გაცნობა ვერ მოასწრო. 

მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სხდომა 25 ივნისს განახლდება. მომდევნო პროცესისთვის მხარეებმა სასამართლოს  მტკიცებულებები უნდა წარუდგინონ.

დღესვე გაიმართება გუშინ აჭარის მთავრობასთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული სხვა პირების პროცესი.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ გუშინ აქციაზე დაკავებული 7 პირიდან ერთ-ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის იზოლაციაში იმყოფება. რის გამოც, პროცესი მესამე განყოფილებიდან დისტანციურად ჩატარდება.

გუშინ, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე  ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციას ბრალდებული ძმების წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის ახლობლები მართავენ და შვიდი დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა სცადეს, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

აქციაზე პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო სულ 7 პირი დააკავეს, მათ შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბონდო თედორაძე.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი