მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 179 მილიონს გადააჭარბა

20 ივნისი 2021, 20:05 888 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 179 მილიონს გადააჭარბა.ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 3.87 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განიკურნა 163.5 მილიონზე მეტი ადამიანი.ამჟამად კი მსოფლიოში ინფიცირების 11.5 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 34.4 მილიონი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 29.8 მილიონი შემთხვევით. მათ ბრაზილია, საფრანგეთი და თურქეთი მოჰყვებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში