17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

20 ივნისი 2021, 18:00 1139 ნახვა

საქართველოს 17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა შესარჩევი ეტაპის ბ ჯგუფში ოთხივე მატჩი მოიგო და 12 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა წყალბურთელებმა ბელარუსი 17-10, სლოვაკეთი 17-7, ლიეტუვა 20-8 და მოლდოვა 27-7 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრებმა ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ლიეტუვასთან მოგებული მატჩის შემდეგ გაიფორმეს. ცნობისთვის,ევროპის წინა ჩემპიონატს 2019 წელს საქართველომ უმასპინძლა. თბილისში გამართულ ევროპირველობაზე ჩვენმა გუნდმა მე-10 ადგილი დაიკავა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში