თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებულ დედასა და მამინაცვალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურაც ბრალდებულებისთვის სწორედ ამას ითხოვდა. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. უწყების ინფორმაციით, თბილისში, დედა და მამინაცვალი ერთი წლის განმავლობაში, მცირეწლოვანზე სისტემატურად ფიზიკურად ძალადობდნენ.
სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საკვებს და საწოლიდან ადგომას უკრძალავდნენ. ასევე ხელის არეში მიაყენეს დამწვრობა. მიმდინარეობს გამოძიება. სასჯელი 9 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.