ე.წ. გავრილოვის ღამიდან 2 წელი გავიდა

20 ივნისი 2021, 12:25 1029 ნახვა

2 წელი „გავრილოვის ღამიდან“ საპროტესტო გამოსვლები თბილისში, საპარლამენტო მართლმადიდებლური ასამბლეის სესიის დროს, რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავებას მოყვა.

2 წლის წინ, 20 ივნისს საპროტესტო აქცია სასტუმრო "რედისონთან" დაიწყო, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ გაგრძელდა.გვიან ღამით სამართალმდამცველებმა აქციის დაშლა დაიწყეს, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ გამოყენებული იყო არაპროპორციული ძალა. აქციის დაშლის დროს კლინიკებში მოხვდა 200-ზე მეტი მოქალაქე, მათგან 80 სამართალდამცველი იყო.

დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა. დაზიანებები მიიღეს მედიის წარმომადგენლებმაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი