არასრულწლოვნის წამების ფაქტზე დაკავებულ დედას და მამინაცვალს ბრალი წარუდგინეს

19 ივნისი 2021, 15:15 1122 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის წამების ფაქტზე, ბავშვის დედას და მის მეუღლეს  ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შს სამინისტროს ინფორმაციით ერთი წლის განმავლობაში, არასრულწლოვან და უმწეო მდგომარეობაში მყოფ  შვილს დედა და მამინაცვალი  სისტემატურად ეპყრობოდნენ დამამცირებლად და დასჯის მიზნით, 6 წლის ბავშვზე ხანგრძლივად ახორციელებდნენ ფიზიკურ ძალადობას - სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საკვებს და საწოლიდან ადგომას უკრძალავდნენ. ასევე, ხელის არეში მიაყენეს დამწვრობა.

ბრალდებულების ქმედებებმა დაზარალებული არასრულწლოვნის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვანი, თავის მცირეწლოვან ძმასთან ერთად, სოციალური მუშაკის მიერ გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში