სოფელ კვირიკეს ადმინისტრაციული ცენტრის რეაბილიტაცია აგვისტოში დაიწყება. პროექტი ცენტრის კეთილმოწყობას და საბავშვო ბაღის მშენებლობას ითვალისწინებს.
დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ სოფლის მოსახლეობას ინფორმაცია ქობულეთის მერმა მიაწოდა.
უკვე დასრულდა სოფელ ქობულეთის, დაბა ჩაქვისა და ხუცუბნის ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი დაიხარჯა.