არის თუ არა აჭარაში ''ინდური შტამის'' შემთხვევები ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება. ნიმუშებს კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გასაგზავნად ამზადებენ. ასეთი კვლევა რამდენიმე საეჭვო შემთხვევაზე უკვე ჩატარდა და ჯერ-ჯერობით რეგიონში ე.წ. ინდური შტამი არ გამოვლენილა.
ქვეყნის მასშტაბით კი 18 ფაქტია დადასტურებული, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, საერთო შემთხვევების 10%-ში სწორედ ''ინდური შტამი'' ცირკულირებს.
რაც შეეხება ვაქცინაციას – აჭარაში ამ ეტაპზე პირველ დოზებზე რეგისტრაციას მხოლოდ ''ასტრაზენეკაზე'' შეძლებთ. ''სინოვაკზე'' თავისუფალი ადგილები, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაემატება, პირველ დოზებზე ჯავშნები უკვე შევსებულია.