სოფლის განვითარების პოლიტიკა

16 ივნისი 2021, 19:29 1992 ნახვა

აჭარის რეგიონი ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი მხარეა მისი მრავალფეროვნებით  აქ ზღვა და მთა ერთმანეთს ერწყმის. ბოტანიკური ბაღი, მტირალას პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორიი, ისპანის ჭაობი, თიკერის აღკვეთილი. გარდა ამისა ხელვაჩაურში უტკბეს მაჭახელას თაფლს მიირთმევთ, ქედაში ჩხავერის ყურძნით დატკბებით და კოკოტაურის წყალს დააგემოვნებთ. შუახევში უმაღლესი ხარისხის თამბაქოს გასინჯავთ და არასოდეს დაგავიწყდებათ ხულოს უგემრიელესი მშრალი კარტოფილი და დაწნული ყველი. ტურიზმი სოფლა ბოლო დროს პოპულარულია. სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონის მთავარ ფინანსურ უწყებასთან ერთად სოფლად მეწარმეობის განვითარების პროექტების დაფინანსების გაზრდას გეგმავს.  ეფექტური გეგმის შემუშავებას კი სამინისტრო ევროკავშირის დახმარებით აპირებს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი