კობა ხოფერიას ნამუშევრების გამოფენა

16 ივნისი 2021, 17:45 1521 ნახვა

აჭარის ხელოვნების მუზეუმში მხატვრის კობა ხოფერიას რეტროსპექტული გამოფენა გაიმართა. ფართომასშტაბიან  ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, სცენოგრაფიული ესკიზები და ჭედურობის ნიმუშები.

1994 წლიდან კობა ხოფერია ბათუმის თოჯინების სახელმწიფო თეატრში მთავარ მხატვრად მუშაობდა,  გაფორმებული აქვს არაერთი სპექტაკლი, მათ შორის: „ამირანი“ „კაცია ადამიანი“, „მუჭანახევარა“ და სხვა. გამოფენა 27 ივნისამდე გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში