ლევან ანთაძე ნაციონალური მოძრაობიდან ბათუმის საკრებულოში ნაზი ფუტკარაძემ ჩაანაცვლა. ქართული ოცნებიდან წასული დიმიტრი ჭეიშვილი კი ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ელგუჯა ანდრიაძემ შეცვალა. ფარულ კენჭისყრაში 15-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა.
ნაციონალურმა მოძრაობამ პროცესს დადგმული სპექტაკლი უწოდა და ბოიკოტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. დღის წესრიგის განხილვამდე გაკეთდა განცხადებები.