ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება ნატო-ს კომუნიკეს ეხმიანება. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვით, ნატო-ს ქვეყნები მხარს უჭერენ იმას, რამაც საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა, როგორც პოლიტიკურმა და სამართლებრივმა რეალობამ“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, „ნატო-ს სამიტის დასკვნითი განცხადება ტრადიციულად მოუწოდებს რუსეთს „გაიყვანოს ჯარი საქართველოდან", უარი თქვას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე და შეასრულოს მითიური "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება". რასაც აბსურდულს უწოდებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება, ასევე აღნიშნავენ, რომ მოსკოვისა და სოხუმის მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებები არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს.