ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ჰალეს ტურნირზე ფრანგი ჟილ სიმონი სამ სეტში დაამარცხა (6:1, 3:6, 6:4 ) და ტურნირის მერვედფინალში გავიდა.
ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე გერანელი ჰანფმანი ან ფრანგი რინდერკნიჩი იქნება.
ჰალეს ტურნირზე ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერიც ასპარეზობს.
ტურნირი, გერმანიის ქალაქ ჰალეში ბალახზე მიმდინარეობს და საპრიზო ფონდი 1 455 925 ევროს შეადგენს.