19 აპრილს მიღწეული შეთანხმების იმპლიმენტაციასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე. ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით გაიმართა.