ქობულეთში 6 ათასამდე აბონენტს ხვალ წყლის მიწოდება შეუწყდება

15 ივნისი 2021, 17:37 1126 ნახვა

ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გეგმიური, ტექნიკური სამუშაოების გამო, 16 ივნისის 02:00 საათიდან - 17 ივნისის დღის 14:00 საათამდე, შ.პ.ს. "ქობულეთის წყლის" აბონენტებს, წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.

მათივე ინფორმაციით, ცენტრალურ მილს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ტექნიკური სამუშაოები, რაც 24 საათიან  სამუშაოებს საჭიროებს. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში