საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის მიხეილ ბატურინისა და უკრაინის 2 მოქალაქის საქმეზე ბრალდების მხარემ დღეს ბოლო მოწმე დაკითხა. საქმის მთავარმა პროკურორებმა სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ჩვენება საჯაროდ წაიკიხთა, რადგან ის სასწავლო პროგრამით უცხოეთში იმყოფება. მოწმის ჩვენების მიხედვით, ბრალდებულებმა საქართელოს ტერიტორიული წყლები იახტით უკანონდ გადმოკვეთეს. საპირისისპიროს ამტკიცებდა დღეს დაცვის მხარის მოწმე ექსპერტი. საზღვაო სამართლის სპეციალისტის ინფორმაციით, საერთაშორის საზღვაო სამართლისა და საქართველოს კანონდებლობის თანხმად, ბრალდებულები მშვიდობიანი გავლის უფლებით სარგებლობდნენ და კატარღის ეკიპაჟს საქართველოს ტერიტრიულ წყლებში შემოსვლის შესახებ სასაზღვრო პოლიციისთვის მაშინ უნდა შეეტყობინებინათ, თუ მცურავი საშუალება პორტში შემოვიდოდა. იახტა, რომლითაც პროკურატურის ვერსიით ბრალდებულებმა საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით მესაკუითრეს დაუბრუნდება. მოსამართლე დავით მამისეშვილის განმარტებით, საქმეში ბევრი საკითხია ბუნდოვანი და დასაზუსტებელია სამართლებრივი გარემოებები. ბრალდებულები ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობენ. სავარაუდოდ განაჩენი ამ საქმეზე ივლისის დასაწყისში გამოცხადდება.