ხელოვანების მიმართვა პარლამენტს

14 ივნისი 2021, 15:10 1295 ნახვა

საავტორო უფლებების დაცვის მოთხოვნით, 400-მდე ხელოვანი პარლამენტის კულტურის კომიტეტს მიმართავს. ამის შესახებ მათ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. წერილს ხელს აწერენ ავტორები, რომლებიც 2019 წლამდე გაერთიანებული იყვნენ საავტორო უფლებათა ასოციაციაში. მათი თქმით, წლების განმავლობაში გაურკვეველი იყო, რა პრინციპით ხდებოდა მათი ნაწარმოებების საჯარო შესრულებასთან დაკავშირებული ჰონორარების შეგროვება და განაწილება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში