წყლის პრობლემა, რომელიც სოფელ ევგენიძეებში მცხოვრებ 30-მდე ოჯახს აწუხებს, წყალი მოდის, მაგრამ სუფთა არა. როგორც აქ ამბობენ, პრობლემა იმაშია, რომ აქ წყლის მომწოდებელ სისტემას საერთოდ არ აქვს ფილტრი, მოსახლეობა წყალს წყაროებიდან ეზიდება, მაგრამ ზაფხულის მოსვლასთან ერთად დებეტი იკლებს.
ევგენიძეებში არსებულ წყალსადენზე სალექარის მოწყობისთვის 22 ათასი ლარი 2019 წელს დაიხარჯა. ხელვაჩაურის მერიაში უქმეების გამო კომენტარი არ გააკეთეს, ხოლო პირად საუბარში გვითხრეს, რომ სოფელ ევგენიძეებში მიმდინარე წელს 20 ტონიანი წყლის ავზის მშენებლობას გეგმავენ.