საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ჩამოვა

13 ივნისი 2021, 15:10 744 ნახვა

14-16 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ჰელგა შმიდი  საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფლებს ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი