დღეს დიდი 10-ის ჩემპიონობისთვის ''ბათუმი'' და ''აია'' იბრძოლებენ

12 ივნისი 2021, 11:27 1224 ნახვა

დღეს საქართველოს რაგბი დიდი 10-ის 2020/2021 წლების ჩემპიონი გამოვლინდება. ფინალურ დაპირისპირებას 30 წლის შემდეგ ქუთაისი უმასპინძლებს, სადაც ტიტულისთვის ბათუმის სარაგბო კლუბი და ქუთაისის ''აია'' იბრძოლებს.

 საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ორივე გუნდს საქართველოს ჩემპიონის ტიტული სამ-სამჯერ აქვს მოგებული.

რეგლამენტის თანახმად, ფინალური მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში, გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნება ორი დამატებითი 10-წუთიანი ტაიმი. თუ ისევ ფრე დაფიქსირდა, გამარჯვებულად გამოცხადდება გუნდი, რომელსაც:

  • ა) ფინალურ შეხვედრაში, დამატებითი დროის ჩათვლით, გატანილი ექნება მეტი ლელო;
  • ბ) მიიღებს ნაკლებ ბარათს (ჯერ წითელი, მერე ყვითელი;
  • გ) ფლეი ოფის დაწყებამდე დაიკავა უკეთესი ადგილი (ამ შემთხვევაში "აია").

ბათუმელთა გუნდის მწვრთნელი დავით გუგუშვილი იმედოვნებს, რომ მისი შეგირდები 2019 წელს მოპოვებული ტიტულის შენარჩუნებას მოახერხებენ.

"ფაქტობრივად სამი კვირაა შეკრებაზე ვართ, ძირითადი სამუშაო გავიარეთ და იმედიანად ველოდებით ფინალს. რთული შეხვედრა გველოდება, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით კარგი თამაშით რაგბის ქომაგის გახარებას და ფინალში გამარჯვებით ტიტულის დაცვას“. - განაცხადა დავით გუგუშვილმა.

საფინალო შეხვედრა 17:00  საათზე დაიწყება რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, რის გამოც საინფორმაციო გამოშვენა 18 საათზე ეთერში არ გავა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი