სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში

11 ივნისი 2021, 19:45 1198 ნახვა

რა სარგებელი მოაქვს აჭარის რეგიონისთვის ხალხის ფულით დაფინანსებულ 10 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე საზოგადოებრივ მაუწყებელს. ამ შინაარსის კითხვები დღეს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მრჩეველთა საბჭოს დაუსვეს. მრჩევლები თანხმდებიან, რომ მაუწყებელი მეტს უნდა აკეთებდეს, თუმცა უკეთეს პირობებში და წლების განმავლობაში არსებული შენობის პრობლემა კიდევ ერთხელ გაახმაურეს. მრჩევლების ანგარიშის გარდა, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უყარეს კენჭი და პარმენ ჯალაღონია პოსტზე მეორე ვადით დაამტკიცეს. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა ხმაურით დაიწყო

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში