ბათუმი ვეტერანთა შორის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლებს. პროექტის პრეზენტაცია დღეს ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, რომელსაც ევროპის ვეტერანთა ლიგის პრეზიდენტი და ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ.
შეჯიბრება ბათუმში 8 და 12 სექტემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 14 გუნდი მიიღებს.