მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" კიდევ ერთი აქტივისტი დააკავეს

11 ივნისი 2021, 11:09 1320 ნახვა

რიონის ხეობაში კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეების განმარტებით ის ერთ-ერთი აქტივისტია და გამოკითხვაზე ორჯერ დაიბარეს, მეორედ გამოცხადების დროს კი დააკავეს.

რიონის მცველებისთვის მიუღებელია გამოძიების მიმდინარეობა, ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიზანმიმართულად ვითარდება.

ადვოკატის ინფორმაციით,  დაკავებულს პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად. ხეობაში გუმათჰესთან აქცია ნამახვანჰესის წინააღმდეგ გრძელდება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი