შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 24 წლის მამაკაცი დააკავეს, მას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.