ვიზალიბერალიზაცია

15 ნოემბერი 2016, 00:00 3827 ნახვა

საქართველოში სიტუაცია საკმაოდ პოზიტიური და იმედის მომცემია და ევროკავშირის მხრიდან უნდა მოხდეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მხარდაჭერა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, საგარეო უწყებების ხელმძღვანელები თანხმდებიან, რომ ქართულმა მხარემ ყველა დაკისრებული ვალდებულება შეასრულა და არსებობს გადაწყვეტილება, რომ წინ წავიდეს პროცესი ამ მიმართულებით.

ამავე კატეგორიაში