ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

08 ივნისი 2021, 20:48 1685 ნახვა

ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონია. 73 კგ. წონით კატეგორიაში ლაშამ შვედი ტომი მაციასი დამატებით დროში დაამარცხა.

ბრძოლამ შადათუაშვილის აქტიურობით ჩაიარა. დამატებით დროში ლაშამ შვედ მეტოქეს მესამე გაფრთხილება მიაღებინა, შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და საქართველოს ჰიმნი ააღჟერა.

ამ ჩემპიონობის შემდეგ ლაშა შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომლსაც ოლიმპიური , მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი აქვს.

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე, მესამე საშეჯიბო დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა. 73 კგ,წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონობამდე პირველ ბრძოლაში პერუელი ალონსო ვონგი დაამარცხა. ამის შემდეგ ბრაზილიელი ედუარდო ბარბოსა და ებრაელი იეჰონათან ელბაზი.

ლაშას 1/4-ფინალში უნგრელი მიკლოშ უნგვარი შეხვდა, რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში, მე-8 დამატებულ წუთზე გაფრთხილებებით მოუგო.

ნახევარფინალში კი შავდათუაშვილმა თურქ ბილალ ჩილოღლუსთან იჭიდავა და ფინალში გავიდა. მესამე საჭიდაო დღესვე კიდევ ორი ქართველი ასპარეზობდა.

გამოსვლა ნაადრევად დაასრულეს 73 კგ.ში მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილმა და 57 კგ. წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე დღის დღემდე საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილს იკავებს. მამაკაცთა კატეგორიაში კი მესამე ადგილზე პოზიციაზეა.

ხვალ მსოფლიოს ჩემპიონატზე 81 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი