ლევან ვასაძე სახალხო დამცველის გადადგომას, ჟურნალისტების და არასამთავრობოების დასჯას ითხოვს

07 ივნისი 2021, 17:28 1468 ნახვა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებელი ლევან ვასაძე სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ ვასაძემ სახალხო დამცველის ოფისთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

"როგორ გგონიათ იქ თუ რაიმე დარღვევას აქვს ადგილი , მეუფე სპირიდონზე მეტად ამ დარღვევის გამოვლენა და აღკვეთა ვინმეს აინტერესებს? ეს აღმაშფოთებელი პირწავარდნილი ფაშიზმი, ცილისწამება და ბრალდებები, ნიაღვარი იმ ტალახისა, რომლებიც იღვრება მეუფე სპირიდონის მიმართ, პანსიონისა და დედა ეკლესიის მიმართ, როდემდე უნდა  ვითმინოთ ხალხნო.

ჩვენ მოვითხოვთ გადადგეს ნინო ლომჯარია, ჩატარდეს გამოძიება და ყველა ის ჟურნალისტი, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ვისაც წილი მიუძღვის ცილისწამებასა და შეურაცხყოფაში კანონის შესაბამისად დაისაჯოს"-განაცხადა ლევან ვასაძემ.

ვასაძე ხელისუფლებას მოუწოდებს პირველიდან 5 ივლისის ჩათვლით დაგეგმილი "ღირსების მარში" გაუქმდეს.

მეუფე სპირიდონის მხარდამჭერები ამ წუთებში სახალხო დამცველის ოფისთან აქციას მართავენ.

ადგილზე შეკრებილი არიან სასულიერო პირები და მოქალაქეები, რომლებიც ნინო ლომჯარიასთან შეხვედრას ითხოვენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ეკიპაჟები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი