სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ყოფილი საჯარო მოხელის მიმართ , რომელსაც გამოძიების ინფორმაციით ბრალად ედება ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენება და ქრთამის აღება .
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა, პირადი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით, ორ შემთხვევაში გასცა ყალბი ცნობა მოქალაქეებზე, რომლის საფუძველზეც მოტყუებით დაირეგისტრირეს, თითქოსდა კანონიერ სარგებლობაში არსებული ნინოწმინდაში მდებარე ცენტრალური პარკისა და ყოფილი მანქანათ-მშენებლობის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთები.