ვიზალიბერალიზაცია

14 ნოემბერი 2016, 00:00 4093 ნახვა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი იმედოვნებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვაზე, ვიზალიბერალიზაციის ვადებთან დაკავშირებით,  მოგერინიმ უპასუხა რომ  "ძალიან მალე". ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა მიმდინარეობს. რომელსზეც საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საკითხსაც განიხილავენ. სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციაზე პოზიტიურ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში ელოდება.

ამავე კატეგორიაში