რამდენიმე საათი გაგრძელდა და გვიან ღამით დასრულდა საქართველში მყოფი ამერიკელ სენატორებსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის შეხვედრა. ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ სენატორი ჯინ შაჰინი განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემებით დაინტერესდა.
ასევე ბევრი კითხვა ჰქონდათ სენატორებს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. მათივე თქმით, ამერიკელი მეგობრები თვალს ადევნებენ არამხოლოდ შეთანხმების შემდგომ პერიოდს, არამედ ყველა ვალდებულების შესრულებას, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებმა აიღეს.