6 თვიანი ბოიკოტის შემდეგ აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციონერი დეპუტატები მივიდნენ

03 ივნისი 2021, 12:23 1585 ნახვა

6 თვიანი ბოიკოტის შემდეგ აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციონერი დეპუტატები მივიდნენ. ისინი პლენარულ სხდომას დაესწრებიან. 

''ერთიანი ოპოზიციიდან'' საკანონმდებლო ორგანოში შედის: ელგუჯა ბაგრატიონი, გიორგი კირთაძე, გია აბულაძე, მედეა ვასაძე, ლევან ანთაძე და მამული სურმანიძე.

ოპოზიციის საარჩევნო სიაში უმაღლეს საბჭოში მეექვსე ნომერი ირაკლი ჩავლეიშვილი იყო. მან უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ირაკლი ჩავლეიშვილთან თანამშრომლობას არ აპირებენ. თავად ჩავლეიშვილი კი ამბობს, რომ წყენის მიუხედავად თუ კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობის აუცილებლობა იქნება შესაძლოა ითანამშრომლოს. 

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში დესტრუქციისთვის შედიან. 

ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ სივრცე სადაც ''ქართულ ოცნებას'' კომფორტის ზონა აქვს შექმნილი თავისუფალი არ უნდა დატოვონ. 

''ჩვენი დღის წესრიგი არის ადგილობრივი  თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც რეფერენდუმის შინაარსი აქვს. ჩვენი მუშაობა მიმართული იქნება იქეთკენ, რომ მოსახლოებას ავუხსნათ რა გზით შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლება. არ ვართ დაინტერესებული არანაირი თანამდებობებით, კაბინეტებითა და სკამებით'' - აცხადებს მედეა ვასაძე. 

დღევანდელ სხდომაზე პირველ ოპოზიციურ ფრაქციას დაარეგისტრირებენ. ფრაქციის თავმჯდომარე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი ელგუჯა ბაგრატიონი, ხოლო მისი მოადგილე გიორგი კირთაძე იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი