კომპანია, რომელიც სამკერვალო ფაბრიკას საკვებით რამდენიმე წელია ამარაგებს, 1000 ლარით დაჯარიმდა და დაილუქა. სურსათის უვნებლობის სააგენტოს მტკიცებით, ფაბრიკაში დასაქმებულთა ინტოქსიკაციის მიზეზი სწორედ საკვები გახდა. მომმარაგებელ კომპანიაში აღებულია სინჯები, ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც. გუშინ ფაბრიკის 70 მდე თანამშრომელი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.