ბასილაშვილის წარმატებული სტარტი როლან გაროსსზე

31 მაისი 2021, 21:05 1457 ნახვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობაზე წარმატებული სტარტი აიღო.

საქართველოს ნომერ პირველმა და მსოფლიოს 31-ე ჩოგანმა რეიტინგის 39-ე ნომერ სერბ დუშან ლაიოვიჩს 4 სეტში 6:4, 6:3, 0:6, 6:2 აჯობა.

ბასილაშვილი 30 წლის ლაიოვიჩს კარიერაში მეხუთედ გაეჯიბრა და მე-4 გამარჯვება იზეიმა, მისი შემდეგი მოწინააღმდეგე კი ესპანელი ალკარას გარფია იქნება.

ესპანელი გარფია 18 წლისაა და მსოფლიო რეიტინგში 97-ე ადგილს იკავებს. ნიკოლოზ ბასილაშვილს როლან გაროსზე საუკეთესო შედეგი 2017 წელს ჰქონდა, როდესაც 3 წრე გაიარა და იქ მომავალ ჩემპიონ რაფაელ ნადალთან წააგო.

ბასილაშვილის და ახალგაზრდა ესპანელის შეხვედრა 2 ივნისს არის ჩანიშნული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი