სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციამ არგენტინას კოპა ამერიკის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა.
"კონფედერაცია ანალიზებს მონაწილე ქვეყნების ინტერესს ჩატარდეს ჩემპიონატი. ახალი ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება " - წერია განცხადებაში.
კოპა ამერიკა გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავისუსის პანდემიის გამო ტურნირი 1 წლით გადაიწია.
თავდაპირველი ვერსიით მასპინძელი არგენტინა და კოლუმბია იყო. კოლუმბიაში რთული პოლიტიკური და პანდემიური ვითარების გამო კოლუმბიას მასპინძლის სტატუსი პირველს ჩამოართვეს.
არგენტინაში კი ბოლო პერიოდში კორონავირუსის ინფიცირების რაოდენობამ იმატა, ასევე მაღალია გარდაცვლილთა რაოდენობაც.
სხვადახვა გამოცემების ინფორმაციით ყველაზე რეალური ვარიანტია კოპა ამერიკას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უმასპინძლოს. გადადებული კოპა ამერიკა 13-10 ივლისის ჩათვლით უნდა გაიმართოს, სადაც 10 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.