კარგი იქნება თუ გახარია "ოცნებას" ხმებს წაართმევს - პეტრე ცისკარიშვილი

29 მაისი 2021, 13:11 1194 ნახვა

გახარია "ქართულ ოცნებას“ თავის ამომრჩეველს გამოგლეჯს, ამიტომაცაა, რომ დიდად არ სიამოვნებთ, ის პოლიტიკურ პარტიას რომ ქმნის, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი პეტრე ცისკარიშვილი.

"ჩვენთვის კონკურენტი ნამდვილად არ არის. თავის ხმების უმრავლესობას ის "ქართული ოცნებიდან" დაიწყებს. ასევე დააჯდება ირმა ინაშვილის პარტიის ხმებს. კარგი იქნება თუ ადგილობრივ არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" ხმებს ჩამოაჭრის, შემდეგ მათ გაუჭირდებათ 43% მოგროვება. 

ცისკარიშვილის ვარაუდით გიორგი გახარიას პარტიას "პატრიოტთა ალიანსის" ელექტორატი დაუჭერს მხარს.

რაც შეეხება ამომრჩეველს, ჩვენ ამის სოციოლოგია არ ჩაგვიტარებია, არც პოლიტოლოგები ვართ, რომ ამაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ გასაგებია, ვის ელექტორატს შეიძლება, "დააჯდეს“. ისევ და ისევ, „პატრიოტთა ალიანსი“ გაუქმებულია და მისი ელექტორატი სადღაც უნდა წავიდეს. ვფიქრობ, "ოცნებასაც“ გარკვეულწილად თავის ამომრჩეველს გამოგლეჯს, ამიტომაცაა, რომ ისინი ნერვიულობენ, აკეთებენ სხვადასხვა ცინიკურ განცხადებას და დიდად არ სიამოვნებთ, რომ გახარია პოლიტიკურ პარტიას ქმნის" - განაცხადა ცისკარიშვილმა

დღეს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარტიას "საქართველოსთვის" აფუძნებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი