დღეს საქართველოს რაგბის დიდი 10-ის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება. ბათუმის კლუბი საკუთარ კედლებში თბილისის "აკადემიამ" მიიღებს.
ეს გუნდები ერთმანეთს სეზონში ორჯერ შეხვდნენ და ორივე მატჩში გამარჯვება შავიზღვისპირელებს დარჩათ.
ბოლოს ბათუმელებმა 2020 წლის დეკემბერში წააგეს და მას შემდეგ 11 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. საკუთარ მოედანზე კი გუნდი წაუგებლად ასპარეზობს.
"ბათუმისა" და "აკადემიას" შეხვედრა დღე 14:00 საათზე დაიწყება.
მეორე ნახევარფინალურ წყვილში ქუთაისის "აია" საკუთარ ქალაქში "ყოჩებს" დახვდება. ეს მატჩი კი 17:00 საათზე დაიწყება და ცნობილი გახდება ფინალური წყვილი. ფინალური მატჩი 5 ივნისს ქუთაისში არის ჩანიშნული.