წაბლანაში კომპენსაციები რიგდება

28 მაისი 2021, 20:09 3963 ნახვა

აჭარის მთავრობა, ხულოში, სოფელ წაბლანაში მცხოვრებლებისთვის 5-5 ათას ლარიანი კომპენსაციის დარიგებას აპირებს. მანამდე კი მთავრობამ მეწყრის შედეგების სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში სახლები აუშენა და უსასყიდლოდ გადასცა, თუმცა მოსახლეობა ბინების რემონტსაც ითხოვდა და ამის გამო საპროტესტო აქციებს მართავდა.

მიღებული კომპენსაციით მოსახლეობა კმაყოფილია, თუმცა ნაწილი ამბობს, რომ შესაძლოა ეს თანხა მათ საჭიროებებს არ ეყოს და აქციები მოგვიანებით კვლავ განაახლონ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში