საქართველო კორონავირუსული ინფექციის მორიგი გამოწვევის წინაშე. ქვეყანაში ე.წ ინდურ შტამის შემთხვევები დაფიქსირდა,რომელიც სწრაფად ვრცელდება.
ინფექციის დასადგენად კი სპეციფიკური PCR ტესტებს იყენებენ. COVID 19-ის ინდური ვარიანტი უფრო ადვილად ვრცელდება, ვიდრე მისი ბრიტანული ვერსია.
რაც შეეხება მის სიმძიმეს და არის თუ ეს შტამი უფრო მეტად სასიკვდილო, მედიკოსები ჯერ ვერ საუბრობენ და მოქალაქეებს ვაქცინაციის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.