მებაჟე ოფიცრებმა ორ სხვადასხვა საბაჟოზე დიდი ოდენობით სასაქონლო ეტიკეტით უკანონოდ ნიშანდებული საქონელი აღმოაჩინეს. საქონელზე იყო წარწერები, რომ ,,კახეთი“, ,,ჭაჭა“, ,,ჩურჩხელა“ , რომელთა გადატანასაც უკრაინაში, რუსეთისა და ყაზახეთში გატანას გეგმავდნენ. გეტყვით, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად აკრძალულია რეგისტრირებული დასახელებების ან გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენება, იმ მოქალაქის მიერ, რომელიც არ არის რეგისტრირებული აღნიშნული სახელის გამოყენების უფლების მქონედ. გარდა ამისა, საქონლის იმგვარად შეფუთვა ან წარმოდგენა იკრძალება , რომელსაც შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი.