ახლა მთავარია გადავდგათ ქმედითი ნაბიჯი და ეს უკავშირდება წასვლას ბრძოლის წინა ხაზზე და მორალურ ომში ჩაბმას - ვარლამ გოლეთიანი 

26 მაისი 2021, 17:18 1058 ნახვა

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, რომ  დედაქალაქში პროტესტის ტალღა დასრულდა და ისინი ხეობაში გადაინაცვლებენ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში თბილისში კვლავ ჩამოვლენ.

'' ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, აქცია დედაქალაქში აღარ გაიმართება.  ახლა მთავარია გადავდგათ ქმედითი ნაბიჯი და ეს უკავშირდება წასვლას ბრძოლის წინა ხაზზე და მორალურ ომში ჩაბმას - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ვარლამ გოლეთიანმა. მისი თქმით, მორალურ ომს ბოლომდე მიიყვანენ.

''ბრძოლა არ დასრულებულა, დღეს გაგრძელდება ბრძოლა ნამახვანში, მაგრამ ეს იქნება არა ფიზიკური ბრძოლა, არამედ უსისხლო ბრძოლა. ჩვენ ვართ ჩაბმული ამ უსისხლო ბრძოლაში ნახევარი წელია და ამ მივიყვანთ ბოლომდე.

ვაწარმოებთ მორალურ ომს და ვართ გამარჯვებული ხელისუფლებასთან და ყველა იმ პერსონასთან მიმართებაში, ვინც ტალახს გვესვრის და ცდილობს გაამარგინალოს ეს მოძრაობა. ამიტომ საკითხი დგას მკაფიოდ. ჩვენ ამ მორალურ ომს გავიყვანთ ბოლომდე მშვიდად, ერთობით ჩვენს გასაკეთებელ საქმეს გავაკეთებთ. რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება გადაგვიყვანოს სხვა ვექტორზე, დაგვანაწევროს, გააჩინოს დაპირისპირება ჩვენს შორის, ამას ვერ შეძლებს და ამის გარანტი ვართ თითოეული ჩვენთაგანი ვინც აქ დგას. 

სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ერთობა შედგა. ჩვენ ვაჩვენეთ ხელისუფლებას, რომ ძალა ხალხშია. და თუ ხელისუფლება ხალხის სურვილებს არ გაითვალისწინებს ის ვერ იქნება საზოგადოების ხელისუფალი. ჩვენ არ ვაპირებთ მივიდეთ და მოვუსმინოთ ხელისუფალს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესს ყიდის, ასხვისებს და ჩვენს ინტერესს არ უფრთხილდება არ ვაპირებთ მივიდეთ და მოვუსმინოთ მას. აქ არის პერსონებზე საუბარი და არა კონრეტულ დღეზე'' - განაცხადა გოლეთიანმა. 

ჩვენ აქედან მივდივართ დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აქ აღარ ჩამოვალთ და ბრძოლას აქედან არ გავაგრძელებთ. უბრალოდ რაც იყო ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანი, რომ საზოგადოებისთვის, დედაქალაქის მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ მიგვეწვდინა ხმა. ის გზის გადაკეტვები, რომლებიც რამდენჯერმე მოვაწყვეთ ეს იყო აბსულუტურად სიმბოლური შინაარსის და ნახეთ თქვენც. უბრალოდ შეჩერდა მოძრაობა დედაქალაქში, მოხდა პარალიზება და ჩვენი ამით დავაფიქრეთ ადამიანები, რომ თითოეული ჩვეთაგანი რა რუტინაშიც ვართ ჩაბმული გავაცნობიეროდ რამდენად მნიშვნელოვანი ეს ბრძოლა. ვფიქრობ ეს შედეგი მიღწეულია, დედაქალაქმა გაიგო ჩვენი სამართლიანი და არგუმენტირებული პროტესტის შესახებ, მხარდაჭერაც სახეზეა. ახლა მთავარია გადავდგათ ქმედითი ნაბიჯი და ეს ნაბიჯი უკავშირდება წასვლას ბრძოლის წინა ხაზზე და მორალურ ომში ჩაბმას'' - განაცხადა გოლეთიანმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი