ამნისტიის კანონი პირველი მოსმენით მიღებულია

24 მაისი 2021, 19:42 1008 ნახვა

ამნისტიის ორი კანონპროექტის განხილვა დღეს საკანონმდებლო ორგანოში დისკუსიის ფონზე მიმდინარეობდა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა უმრავლესობით მმართველი პოლიტიკური პარტიის ვერსიას მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვას თან ახლდა ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება. ამის შემდეგ ქართული ოცნების მიერ მომზადებული პროექტი უკვე იურიდიულ კომიტეტზე მოისმინეს. მას 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს დაზარალებულებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ამნისტიის მიღებას ეწინააღმდეგებიან.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში