ხულოს საკრებულოს დეპუტატები, ნუგზარ სოლომონიძე და მერაბ ღორჯომელაძე ''ქართულ ოცნების'' რიგებს უერთდებიან. ნუგზარ სოლომონიძე საკრებულოში ''ევროპული საქართველოს'' კვოტით შევიდა, ბოლო ორი წელია კი დამოუკიდებელი დეპუტატია.
მისი თქმით, გადაწყვეტილება ''ქართული ოცნების'' სწორი პოლიტიკის გამო მიიღო.
''გადაწყვეტილება მივიღე,''ევროპული საქართველოს'' გარკვეული უაზრო შეთანხმებების გამო, ,,ქართული ოცნება'' კი ღირსეულად უძღვება ხელისუფლებას,'' - ამბობს ნუგზარ სოლომონიძე.
დღეს "ქართული ოცნების" უმრავლესობიდან გარიცხეს ირაკლი ბოლქვაძე. აჭარის რეგიონალური პარტიის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი მანველიძის განცხადებით, ბოლქვაძემ გუნდურობის პრინციპი დაარღვია.
''მან გამოხატა საკუთარი პოზიცია გახარიას გუნდთან დაკავშირებით, პარტიაში დაიწყო არასწორი მუშაობა როგორც ჩვევიათ, გახარიას ხელწერა არ არის უცხო. ეტყობა, ჩვენი აქტივიდან ეძებს დასაყრდენს" - განაცხადა გიორგი მანველიძემ.
რაც შეეხება უმრავლესობის რიგებში გადასულ დეპუტატებს, მანველიძე ამბობს, რომ აღნიშნულ პირებს თავიანთი ინიციატივით ჰქონდათ კონსულტაციები მმართველ პარტიასთან.
''მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ შემოერთებოდნენ ჩვენს გუნდს" - განაცხადა გიორგი მანველიძემ.
უმრავლესობიდან გარიცხული ირაკლი ბოლქვაძე, მის მამართ მმართველი გუნდის ბრალდებას უარყოფს და აბსურდულს უწოდებს. რაც შეეხება გახარიას გუნდში გადასვლას ამ ეტაპზე არ განიხილავს, თუმცა არც გამორიცხავს.
ის 2017 წლიდან დღემდე ხულოს საკრებულოს წევრი და ფრაქცია ,,ქართული ოცნება-კონსერვატორების'' თავმჯდომარე იყო.