დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მეოთხედფინალში ეროვნული ლიგის ხუთი, ეროვნული ლიგა 2-ის ორი და ლიგა 3-ის ერთი გუნდის გუნდია გასული. ცნობილია ბათუმი "დინამოსა" და ქობულეთის " შუქურას" მეტოქეები.
ერთადერთი წყვილი სადაც ერთმანეთს ორი ეროვნული ლიგის გუნდი დაპირისპირება ერთმანეთს ეს ბათუმის "დინამოს" წყვილია. გია გეგუჩაძის გუნდი გასვლაზე თბილისის "ლოკომოტივის" ესტუმრება. გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილი "შუქურა" კი გასვლით მატჩში ეროვნული ლიგა 2-ის წევრ "გაგრას" დაუპირისპირდება. სხვა წყვილები : ს.კ გორი - წყალტუბოს "სამგურალი" "გარეჯი" - " საბურთალო" დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი.
შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდებიან. ბათუმის "დინამომ" პირველ ეტაპზე "რუსთავი" 2-0 დაამარცხა. მეორე ეტაპზე კი "ჩიხურას" დიდი ანგარიშით 5-0 მოუგო. ქობულეთის "შუქურა მ" პირველი ეტაპიდან თბილისის "დინამო" ექვთიმიშვილის გოლით გამითიშა . მერვედფინალურ ეტაპზე კი "შევარდენს" 2-0 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.