კონტაქტურ კარატეში დღეს ბათუმის ბულვარში ჩემპიონთა თასი გაიმართება. შეჯიბრზე საქართველოს 16 საუკეთესო კარატისტი ერთმანეთს დაუპირისპირდება, რომელთაგან 8 ევროპის ჩემპიონია.
სწორედ ეს გახლავთ ქართველი კარატისტებისთვის ბოლო მოსამზადებელი შეჯიბრება ევროპის ჩემპიონატამდე, რომელიც თბილისში 26 ივნისს დაიწყება და მასში 30 ქვეყნიდან ჩამოსული კარატისტი იასპარეზებს.