ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გატარების შედეგად, გამოვლენილი იქნა კანონმდებლობის დარღვევის რამოდენიმე ფაქტი.
ტვირთის დოკუმენტური და დეტალური დათვალიერებისას, 6 სხვადასხვა კომპანიის მიერ იმპორტირებული, დაახლოებით 467 ათასი ლარის ჰიგიენის ნაწარმი, არ წარმოადგენდა 3 წლამდე ასაკის ჩვილ ბავშვთა მოხმარებისათვის განკუთვნილ საქონელს.
ტვირთის დეკლარირება განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული იმპორტის გადასახდელის თავიდან არიდების მიზნით. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.