ღვინის დაწურვა, კონცერტი და სპორტული აქტიობები - ამ წუთებში ქედაში სახალხო ზეიმს "შემოდგომა ქედაში 2016"-ს აღნიშნავენ. მოწყობილია ეთნოგრაფიული და ფოლკლორული ნამუშევრების, ასევე ტრადიციული კერძების გამოფენა. დღესვე გახდა ცნობილი საპატიო ქედელების ვინაობა. ღონისძიებას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებიან. სახალხო ზეიმისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6 880 ლარი იხარჯება. დღესასწაული 1994 წლიდან აღინიშნება.