შუახევში „ლიბერთი ბანკზე“ თავდასხმის საქმე

21 მაისი 2021, 14:45 979 ნახვა

შუახევში "ლიბერთიზე" თავდასხმაში ბრალდებულებს 7 და 9 წლით პატიმრობა შეეფარდათ.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გასულ წელს შუახევის მუნიციპალიტეტში, ძარცვისთვის ნასამართლევი 2 მოქალაქე, დანის დემონსტრირებით და ძალადობით თავს დაესხნენ მოლარე-ოპერატორს, რომელსაც ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და 7 362 ლარი გასტაცეს.

სამართალდამცველებმა დამნაშავეები იმავე დღეს დააკავეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი