ბათუმში მეზღვაურების კუთვნილი თანხის სავარაუდოდ, თაღლითურად მითვისების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

21 მაისი 2021, 13:34 2078 ნახვა

ბათუმში მეზღვაურების კუთვნილი თანხის სავარაუდოდ, თაღლითურად მითვისების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ინფორმაცია აჭარის მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, უწყებაში განმარტავენ, რომ საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 180-ე მუხლით აღიძრა, რაც თაღლითობას გულისხმობს.

მათივე განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გამოძიება კომპანია „ბეშიქთაქშ გრუპში“ მომხდარ ინციდენტზეც მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. 

გუშინ, კომპანია "ბეშიქთაქშ გრუპის" ოფისში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო.

ბათუმელი მეზღვაურების ოჯახის წევრები, კომპანიის შენობაში შეიჭრნენ და კომპანიის ინვენტარი დააზიანეს, ასევე იქ მყოფ თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ისინი კომპანიას  თაღლითობასა და თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ და მომხდარზე რეაგირებას ითხოვენ, გუშინ პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციაც გამართეს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ თანამშრომლებმა თაღლითობის შესახებ არაფერი იცოდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი