საქართველოში კორონავირუსის 1 064 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი

21 მაისი 2021, 11:03 1269 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 1 064 შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 135 პაციენტი, გარდაიცვალა კიდევ 29.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 564 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 888, „პისიარ“ ტესტით – 14 676.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,16 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,26 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,13 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 335 769 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 316 389 გამოჯანმრთელდა, 4 569 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 105 500 ადამიანი, დღიურად აცრილია – 3 613.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში