26 მაისიდან დაცული ტერიტორიები იხსნება

20 მაისი 2021, 21:32 2068 ნახვა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 26 მაისიდან საქართველოს 93-ვე დაცული ტერიტორია მუშაობას განაახლებს. მათ შორის იხსნება მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ. კინჩხა), სათაფლია, პრომეთეს მღვიმე და ნავენახევის მღვიმე.

ვიზიტორები დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობას შეძლებენ ყველა იმ რეკომენდაციისა და წესის დაცვით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული:

ვიზიტორებმა დახურულ და ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას უნდა გაიკეთონ პირბადე;

  • ვიზიტორთა ცენტრში, ერთდროულად, შესაძლებელია 5 ვიზიტორის ყოფნა;
  • ვიზიტორებმა უნდა დაიცვან ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი;
  • რეკომენდებულია, რომ თანხის გადახდა მოხდეს უკონტაქტო გზით ან
  • დისტანციურად.
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი